Five Days, Five Looks, One Girl – Vogue

გადავწყვიტე შემდეგი პოსტი მივუძღვნა ვოგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საინტერესო პროექტს. ჩემთვის პირადად საინტერესოა თვალყური ვადევნო ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ყოველდღიური ჩაცმის სტილს. მოკლედ მინდა გაგაცნოთ Sylvana Ward Durrett, რომელიც Vogue-ს წვეულებების ორგანიზატორია.

დღე 1

პირველი დღის ლუქი მართლა ძალიან მომეწონა. ფერები არაჩვეულებრივადაა შეხამებული, გარდა ამისა გრძელი შიფონის კაბა 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი must have ნივთია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ ზურგის ქარის დროს, რომელიც ხშირად გვხვდებოდა მოდის კვირეულების დამსწრეებს შორის. წელზე ქამარი კი კარგად გამოკვეთს ტანისამოსს მთლიანობაში. აღსანიშნავია აქსესუარებიც, ყურადღება კი გამახვილებულია მეტალის სამაჯურზე. რაც შეეხება ფეხსაცმელს, 2012 წლის ტენდეციათა შორის ” კოჭზე გადაჭრილი” ფეხსაცმლის ნიმუშები მართლაც გამორჩეულია, რომელიც არაერთმა ცნობილმა დიზაინერმა გამოიყენა თავის კოლექციაში.

დღე 2

მეორე დღის ლუქი ნაკლებად მომეწონა,  ისეც ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, საერთოდ კი ე.წ “შლაქსის” ანუ ბოლოში გაშვებული შარვლები 2011 წლიდან მოყოლებული არ კარგავს აქტუალურობას და განსაკუთრებით მომგებიანი არჩევანია თეთრ პერანგთან შეხამება. ამ დღეს Sylvana-ს ოქროს შედარებით ნაზი აქსესუარები აქვს გამოყენებული, რომელიც მთლიანობაში გვაძლევს ძალიან ქალურ კომბინაციას და არაჩვეულებრივად ეხამება ტანისამოსს.

დღე 3

 რაც შეეხება მესამე დღეს, ტანისამოსი სრულიად ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი, რომელიც ლურჯთან და ფორთოხლისფერთან ერთად სეზონის გამორჩეული ფერი იყო. აქცენტი კეთდება ტყავით გაწყობილ საკმაოდ ორიგინალურ სამაჯურზე. რაც შეეხება ფეხსაცმელს ორ ტონალობაშია გადაწყვეტილი, გია ხორცისფერს მუქი ყავისფერი ეხამება, რომელიც პირადად მე ძალიან მომეწონა )

დღე 4

 ოო აი რაც შეეხება მეოთხე დღეს არაჩვეულებრივი არჩევანია საქმიანი ქალბატონებისათვის, რომელიც როგორც მოდური ასევე მეტად კომფორტული უნდა იყოოოს ) აი ფეხსაცმელი კი, მიუხედავად წვეტიანი ცხვირის პოპულარულობისა, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონებზე გამოჩნდა და დღემდე არ თმობს პოზიციებს, მე მაინც კატეგორიულად ვეწიინააღმდეგები! 😀 ეს ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, ისე კი მსგავსი ცხვირი ფეხსაცმელს სექსუალურობასა და ქალურობას მატებს როგორც ამბობენ )

დღე 5

მეხუთე დღის ლუქი კი ყველაზე კარგად ჯდება ჩემს გემოვნებაში. გამოყენებულია შედარებით ღია ტონალობები რომელიც მუქი ყავისფერითაა გახალისებული. ფეხსაცმელი თასმებით კი 2012 წელს მოწოდების სიმაღლეზე დგანან. შარვალი კოჭზე განსაკუთრებულ სინაზეს მატებს ლუქს. ასევე არაჩვეულებრივია მცირე ზომის კლაჩი. ასე რომ, Well done – კომბინაცია მშვენივრადაა აწყობილიი :))))))

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s